вторник, 1 ноября 2016 г.

სამუშაოს ძიება საქართველოში დაბრუნების მსურველთათვის

უცხოეთში ჩვენმა ბევრმა თანამემაულემ შეიძინა სპეციალობა თუ უნარები, რომლებზე საქართველოშიც უკვე არის მოთხოვნილება. ამგვარი ძალიან ბევრია, დაწყებული რთული სპეციალობებიდან, მაგალითად ექიმები და დამთავრებული სასტუმროს თანამშრომლით.
ჩვენ მზადა ვართ დაგეხმაროთ სამუშაოს ძიებაში საქართველოში.




სამუშაო ემიგრანტებისათვის: ბიზნეს-წარმომადგენლობა უცხოეთში

ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ხშირად სურთ ყავდეთ უცხოეთში თავისი წარმომადგენელი.
დიდი საწარმოების ამას ახერხებენ, მცირე და საშუალო ბიზნესს უჭირს წარმომადგენლობის შექმნა.
თუკი თქვენ შეგიძლიათ იტვირთოთ ამგვარი წარმომადგენლობა- დეტალურად აღწერეთ თქვენი ადგილსამყოფელი, შესაძლებლობები, შეხედულებები. ჩვენ, თქვენს ინფორმაციას გავაცნობთ ფართო ბიზნეს-საზოგადოებას.იხ.: http://www.medgeo.net/2015/08/03/biznes-warm/




საკონსულტაციო მომსახურებები საქართველოში მცირე ბიზნესის გასამართად

დიასპორის წარმომადგენელთა ნაწილს სურს საქართველოში დაბრუნება და თავისი მოკრძალებული დანაზოგით მცირე ბიზნესის აწყობა საქართველოში.

ამგვარი სამუშაო იდეით იწყება – რა საქმიანობაა პერსპექტიული თქვენს სიტუაციაში?

უნდა აღინიშნოს, რაც უფრო მცირეა კაპიტალი უფრო ძველია სწორი იდეის შერჩევა.


суббота, 8 октября 2016 г.

ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი - ელასტიკური (აორტა, მისი ტოტები) და კუნთოვან - ელასტიკური (გულის, თავის ტვინის არტერიები და სხვ.) ტიპის არტერიების ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ერთეული ან მრავლობითი ლიპიდური კერების, უპირატესად კი ათერომატოზული ბალთების ფორმირებით არტერიის შიგა გარსზე.
სისხლძარღვის კედლის სკლეროზი და კალცინოზი იწვევს სანათურის დეფორმაციასა და შევიწროებას, არტერიის სრულ ობლიტერაციამდე; შედეგად ვითარდება იმ ორგანოს სისხლმიმოქცევის ქრონიკულ უკმარისობა, რომელიც იკვებება დაზიანებული არტერიით. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხდეს არტერიის სანათურის მწვავე დაცობა (ოკლუზია) თრომბით, ან (შედარებით იშვიათად) დაშლილი ათეროსკლეროზული ბალთის შემცველობით, ან ორივეთი ერთდროულად, რაც იწვევს ორგანოში (სხეულის ნაწილში) ნეკროზის (ინფარქტი) ან განგრენის კერების წარმოქმნას.



четверг, 6 октября 2016 г.

გული (I)

პათოლოგიები. გულის პათოლოგიებს მიეკუთვნებიან განვითარების მანკები, გულის დაზიანებები, დაავადებები და სიმსივნეები. საკუთრივ გულის და მისგან გამომავალი მსხვილი სისხლძარღვების განვითარების მანკები გაერთიანებულია საერთო სახელწოდებით ”გულის თანდაყოლილი მანკები”. განვითარების ზოგიერთი მანკი ვლინდება მხოლოდ გამტარებლობის თანდაყოლილი დარღვევით ან დამატებითი გამტარი გზების არსებობით.