среда, 14 мая 2014 г.

7 რჩება ბავშვებში იმუნიტეტის ასამაღლებლად


                      7 რჩევა ბავშვებში იმუნიტეტის ასამაღლებლად

გაზაფხული, სეზონი როდესაც ვირუსები  თავს ესხმიან ჩვენს ორგანიზმს. მნიშვნელოვანია რა მდგომარეობაშია, ამ დროს, იმუნური სისტემა, შესწევს თუ არა ძალა შეასრულოს თავისი მისია, დაიცვას ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა. იპოვოს, ამოიცნოს  და გაანადგუროს მისთვის ყველა უცხო მიკროორგანიზმი. ამ პერიოდში განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ბავშვები დგანან.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანი, იმუნოლოგიიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი.
 ბავშვის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია მივაჩვიოთ იგი ჯანსაღი ცხოვრების წესს. ყველაფერი ის, რაც აუცილებელია ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ძლიერი იმუნური სისტემა კი ჩვენი ბავშვის სრულყოფილ დაცვას განაპირობებს. 

 1.  ჯანმრთელი და დაბალანსებული დიეტა.  კარგად დაბალანსებული კვება, რაც ანტიოქსიდანტების  მაღალი შემცველობის მქონე  მრავალფეროვან საკვებს მოიცავს, მეტად მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის კარგი ფუნქციონირებისთვის.  ჯანსაღი კვება  ეხმარება  ორგანიზმს  ინფექციასთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნაში,  უჯრედების განახლებაში , რაც აუცილებელია ინფექციებისგან და სხვა ავადმყოფობებისგან თავდასაცავად.  
                                
ცილის მისაღებად ბავშვის ყოველდღიურ მენიუში ჩართეთ ხორცი, თევზი ან რძის ნაწარმი, განსაკუთრებით კი ხაჭო, რომელიც ორგანიზმისთვის კალციუმის წყაროსაც წარმოადგენს. კვების რაციონში აუცილებლად ჩართეთ ვიტამინებით და საჭირო მინერალებით მდიდარი  კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, ხილი, კენკრა. ეცადეთ, ბავშვს სისტემატურად აჭამოთ უმი ბოსტნეული და ხილი. თუ ბავშვი ალერგიული არ არის, მიეცით თხილი, კაკალი. ის მდიდარია მცენარეული ცილით, ცხიმით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით.

2. საკმარისი ძილი. კვლევებმა აჩვენა, რომ ძილი, მოზრდილებისთვის და ბავშვებისთის არის ის ძირითადი ფაქტორი, რაც აუცილებელია იმუნური სისტემის კარგად ფუნქციონირებითვის. ძილის დეფიციტი  მნიშვნელოვნად ზრდის სიმსუქნის, დიაბეტის და გულისმხრივი პრობლემების განვითარების რისკს.. ასევე არასაკმარისმა ძილმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონული ფუნქციის დარღვევა და ინფექციასთან ბრძოლის დაქვეითებაერთ-ერმა კვლევამ აჩვენა, რომ ერთ ღამეში რამდენიმე საათის ძილის ნაკლებობამ შეძლება გაზარდოს ორგანიზმში ანთების განვითარების რისკი. „ძილი მნიშვნელოვანი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის. ადამიანები ვერ ხვდებიან საკმარისი ძილის მნიშვნელობას, ამბობს პროფესორი დევიდ კატსი, იელის პრევენციული კვლევის ცენტრის დირექტორი.

3. ვარჯიში.  კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. რეგულარულმა ვარჯიშმა შესაძლოა გაზარდოს სისხლის თეთრი უჯრედების აქტივობა და გაზარდოს მათი ცირკულაცია ორგანიზმში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზედმეტმა ვარჯიშმა იმუნურ სისტემაზე უარყოფითი გავლენა შეძლება იქონიოს და, შესაბამისად, ორგანიზმის თავდაცვა დააქვეითოს. კვლევებმა აჩვენა, რომ იმუნური სისტემის ფუნქციები ქვეითდება სპორტსმენებში, რომლებიც ხანგრძლივად, მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებ ასრულებენ.

4. სტრესის მართვა. შეუძლია თუ არა ფსიქოლოგიურ ფაქტორებს როგორიც არის სტრესი დააზიანოს იმუნური სისტემა? დადგენილია, რომ სტრესი ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლის უნარს აქვეითებს. სხვადასხვა ხარისხის სტრესი გარდუვალია, ამიტომ მშობლებო, თვალყური ადევნეთ თქვენი შვილების სტრესის ნიშნებს და ეცადეთ, მართოთ თქვენი და თქვენი შვილების სტრესი.

5. მიაჩვიეთ ბავშვი სწორ ჰიგიენას. ხშირად ასეირნეთ ბავშვი სუფთა ჰაერზე, გაანიავეთ და სველი წესით დაალაგეთ ბავშვის საწოლი ოთახი, მიაჩვიეთ ბავშვი ხელების დაბანას.
ასეთ შემთხვევაში თქვენ დაიცავთ თქვენს შვილს პათოგენებისაგან.

6. უარი თქვით მავნე ჩვევებზე,  რომელიც აქვეითებ იმუნური სისტემის ფუნქციას. სასურველია, ოჯახის წევრები მისდევდნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. უკიდურეს შემთხვევაში, ბავშვის თანდასწრებით ნუ მოსწევთ სიგარეტს. გყავთ სახლში მწეველი? ამჯობინებთ თქვენ და თქვენი შვილები სახლში ყოფნას, ვიდრე გარეთ თამაშს ან ვარჯიშსთქვენი ოჯახის საკვები შედგება მაღალი ცხიმიანობის  შემცველი პროდუქტებისგან, ვიდრე ახალი ხილის და ბოსტნეულისგან? არ ძინავს თქვენს ოჯახს საკმარისად? მავნე ჩვევებს შეუძლია ეასუსტოს მოზრდილების და ბავშვების იმუნური სისტემის ფუნქცია, გახადოს თქვენი ოჯახი დაუცველი გაციების, გრიპის და სხვა ინფექციების და დაავადებების მიმართ.  
                                                                       
 7. ვიცინოთ ერთად
კვლევებმა აჩვენა რომ  სიცილს შეუძლია გააძლიეროს იმუნური სისტემის ფუნქცია, გაზარდოს ანტისხეულწარმომქმნელი უჯრედების და T ჰელპერი უჯრედების ეფექტურობ. სიცილს ასევე შეუძლია შეამციროს  სტრესული ჰორმონების დონე და გაზარდოს სიამოვნების ჰორმონის - ენდორფინი დონე სისხლში.


Комментариев нет:

Отправить комментарий