понедельник, 26 мая 2014 г.


როდის არის საჭირო ზრდის ჰორმონის გამოყენება?


      ზრდის ჰორმონი (სომატოტროპინი)  წინა ჰიპოფიზში გამომუშავებული ცილოვანი ბუნების ჰორმონია, აუცილებელია ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში ნორმალური სიმაღლის მისაღწევად.


პირები, რომლებსაც ბავშვობისა და მოზრდილობის ასაკში აქვთ GH-ის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფეციტი, ვერ აღწევენ შსაფერის სიმაღლეს და აქვთ არაპროპორციულად მომატებული ცხიმოვანი ქსოვილი და შმცირებული კუნთოვანი მასა.
ზრდის ჰორმონის გამოყენება მიღებულია რამდენიმე მდგომარეობის დროს, და გამოიყენება ექსპერიმენტულად.
პრაიდერ-ვილის სინდრომი არის აუტოსომურ-დომინანტური გენეტიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, სიმსუქნე და ნახშირწყლების აუტანლობა. პედიატრიულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აღნიშნული სინდრომი და ჩამორჩებიან ზრდაში, GH-ით მკურნალობა ამცირებს ცხიმის რაოდენობას, ხოლო სხეულის სიგამხდრის მასას, სიმაღლეს და ენერგიის ხარჯვას ზრდის.
ტერნერის სინდრომით დაავადებულ გოგონების GH-ით მკურნალობისას გამოვლინდა დადებითი ეფექტი მათ საბოლოო სიმაღლეზე, მოიმატეს 10-15 სმ-ით.  ვინაიდან, ტერნერის სინდრომის მქონე გოგონებს საერთოდ არ აქვთ, ან აქვთ მხოლოდ რუდიმენტული საკვერცხეები, სიმაღლეზე მაქსიმალური ზემოქმედების მიზნით GH უნდა დაენიშნოთ სიფრთხილით, სასქესო სტეროიდებთან კომბინაციაში.
დაბალი სიმაღლის სხვა სიტუაციები, როდესაც მიღებულია ზრდის ჰორმონით მკურნალობა, მოიცავს პედიატრიულ პაციენტებში თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასა და დაბადებისას ორსულობის მცირე ვადას, როდესაც 2 წლის ასაკისთვის ბავშვი ვერ კრეფს საკმარის წონას. ამ პედიატრიულ პაციენტებში, ისევე როგორც ზრდის ჰორმონის დეფეიციტის მქონე ყველა პაციენტში, აუცილებელია მკურნალობის დაწყება გრძელი ლულოვანი ძვლების ეპიფიზის დახურვამდე.
ჰორმონის გამოყენების ყველაზე საკამათო შემთხვევაა ბავშვთა იდიოპათური დაბალი აღნაგობა, რომელიც ცნობილია როგორც არა ზრდის ჰორმონის დეფიციტური სიდაბლე. ეს არის ჰეტეროგენული პოპულაცია, რომლის კლინიკური გამოყოფა ხდება სტანდარტული გადახრის მიხედვით. ასეთ პოპულაციაში ეს მაჩვენებელი 2.25-ით ან მეტით ჩამორჩება იმავე ასაკისა და ეროვნების ბავშვების ნორმალური სიმაღლის მაჩვენებელს. მკურნალობის დასრულებისას ისინი იმატებენ 4-7 სმ-ს(1.57-2.76 ინჩი), თითოეული მომატებული ინჩის ღირებულება 35 000 დოლარია. ზრდის ჰორმონის ამ გამოყენების კომპლექსური შდეგი მოიცავს ფასის, რისკისა და წარმატების ურთიერთკავშირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აშშ-ში შეფასებულთაგან 400 000 ბავშვის მონაცემები შეესაბამება იდიოპათური სიდაბლის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს.

3 комментария:

  1. ნინო! მოგიქვიეთ ავტორად კიდევ ერთ ბლოგში "სილამაზე და ჯანმრთელობა" მიაქციეთ ფოსტაში ყურადღება. იქნებ იქ გაშეარების პრობლემა უფრო მარტივად მოგვარდეს?

    ОтветитьУдалить
  2. დიახ ვნახე. კარგით, მაგრამ მე როდესაც ვაშეარებ აქედან სტატიას, ფეისბუქზე, ჩვეულებრივად შეარდება, მხოლოდ სტატია და არა მთლიანი ბლოგი. თქვენ რატომ გაქვთ პრობლემა ვერ მივხვდი.

    ОтветитьУдалить
  3. თუ ტქვენგან სეარდება პრობლემა არაა. მე არც ვაპირებ გაშეარებებს. შეეცადეთ კარგი კომენტარები დაურთოთ, ისეთი მკითხველი რომ მოიზიდოს სტატიებზე.
    დამისკაიპეთ .

    ОтветитьУдалить