среда, 27 января 2016 г.

ძირტკბილას ბიზნესი

                           დაიწყეთ ძირტკბილას ბიზნესი
         ლევან შენგელიას ვებინარის მასალები

1.       როგორი ფასებია ძირტკბილაზე მომგებიანია თუ არა ძირტკბილას მოპოვება?
ფასები საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოველთვის იცვლება
ჩვენ მათ ვერ დავასახელებთ, რათა პრობლემები არ შეიქმნას.
საზოგადოდ კი, ბაზარს 12 წელია ვაკვირდებით და  არ შეგვიმჩნევია ფასების ვარდნა ან ძირტკბილაზე მოთხოვნილების შემცირება.

2.       შეიძლება თუ არა პლანტაციის გაშენება და რა ჯდება?
ცხადია შეიძლება. თუმცა საქართველოს პირობებში როგორ უნდა გაშენდეს სხვა საკითხია. გაშენება და მით უმეტეს მოვლა რთული არაა
არა, სათოხნი კულტურა არაა

3.       სად შეიძლება შევიძინოთ ძირტკბილას თესლი?
თესლი თავიდან მცირე რაოდენობით ჯობს გამოიწეროთ უცხოური სპეციალიზებული მეურნეობებიდან . ამ ვებინარის ვიდეოს აღწერაში, აქვე, ქვევით ჩასმულია  ლინკი პოსტზე, სადაც აღწერილია როგორ უნდა გამოიწეროთ უცხოეთიდან თესლი . მითითებულ გვერდზე  უნდა შებრძანდეთ და გამოიწეროთ .
http://www.medgeo.net/2014/06/15/zirtkbilas-tesli/
მიყევით მანდ ლინკებს.
შეეცადეთ რამდენიმე, სხვადასხვა ფირმიდან გამოიწეროთ.

4.       სად შეიძლება შევიძინოთ ძირტკბილა და მისი პროდუქტები?
ჩვენ წინასწარ ვთხოვეთ ვებინარის ყველა მონაწილეს გაცნობოდა საიტს, რომლის მისამართსაც ქვევით, ამ ვიდეოს აღწერაში ხედავთ.
http://www.medgeo.net/2014/06/15/zirtkbila-2/
შებრძანდით ამ საიტზე და იქ  წერია. გამოიწერეთ და ნახავთ ფასებიც და ხარისხიც როგორია.

5.       რაში გამოიყენება ძირტკბილა?
ქართული ნედლეული ძალიან მაღალი ხარისხისაა და გამოიყენება მედიცინაში, კოსმეტიკაში, კულინარიაში . უფრო დაბალი ხარისხის გამოიყენება ტექნიკაში.

6.       აწარმოებს თუ არა ძირტკბილას მეზობელი ქვეყნები ? და აქვთ თუ არა მათ გასასვლელი საერთაშორისო ბაზარზე?
აწარმოებენ და გასასვლელიც აქვთ

7.       რით დავიწყოთ ძირტკბილას ბიზნესი?
ზუსტად უნდა განსაზღვროთ რა რესურსი გაქვთ და სინამდვილეში რა გაგაქვთ  თქვენ ბაზარზე . უმეტესად, ვინც გვირეკავს ცდილობენ გაყიდონ საბროკერო და სხვა სახის მომსახურებები ამ სფეროში. ეს შეიძლება, თუკი ასეთი მომსახურების გაწევა
შეგიძლიათ .
მანდ ბევრი პრობლემაა და ხშირად ზედაპირულად უყურებენ.
8.       შეიძლება თუ არა ძირტკბილას გაყიდვა დაიწყოთ ინტერნეტით?
ცხადია შეიძლება და პერსპექტიულიცაა, ეს რეალური მიმართულებაა.
დაიწყეთ იმით, რომ მიყევით ქვევით ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ბმულს და გამოიწერეთ ნედლეული.
http://www.medgeo.net/2014/06/15/zirtkbila-2/
შეადარეთ შეძენილი თქვენს ნედლეულს , შესთავაზეთ ბაზარს უკეთესი პროდუქცია უფრო დაბალ ფასებში.
ცხადია გექნებათ სერტიფიცირების და რეკლამირების ხარჯები.


Комментариев нет:

Отправить комментарий