суббота, 8 октября 2016 г.

ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი - ელასტიკური (აორტა, მისი ტოტები) და კუნთოვან - ელასტიკური (გულის, თავის ტვინის არტერიები და სხვ.) ტიპის არტერიების ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ერთეული ან მრავლობითი ლიპიდური კერების, უპირატესად კი ათერომატოზული ბალთების ფორმირებით არტერიის შიგა გარსზე.
სისხლძარღვის კედლის სკლეროზი და კალცინოზი იწვევს სანათურის დეფორმაციასა და შევიწროებას, არტერიის სრულ ობლიტერაციამდე; შედეგად ვითარდება იმ ორგანოს სისხლმიმოქცევის ქრონიკულ უკმარისობა, რომელიც იკვებება დაზიანებული არტერიით. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხდეს არტერიის სანათურის მწვავე დაცობა (ოკლუზია) თრომბით, ან (შედარებით იშვიათად) დაშლილი ათეროსკლეროზული ბალთის შემცველობით, ან ორივეთი ერთდროულად, რაც იწვევს ორგანოში (სხეულის ნაწილში) ნეკროზის (ინფარქტი) ან განგრენის კერების წარმოქმნას.



Комментариев нет:

Отправить комментарий